вторник, 13 июля 2010 г.
ჩხუბი
1. პროექტის სახელი: ჩხუბი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტზე მუშაობისას შევარჩევ იმ თემებს, რომლებშიც ამ პრობლემაზე იქნება საუბარი. დავარწმუნებ მოსწავლეებს თუ რა სამარცხვინოა ჩხუბი და რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას.
3. პროექტის სრული აღწერა: მე ვთვლი, რომ ეს პრობლემა საკმაოდ სერიოზულია და ბავშვი პატარაობიდანვე უნდა აღვზარდოთ კაცთმოყვარე ბუნების. ბავშვები სკოლაშიც, ეზოშიც, ქუჩაშიც , საზოგადოებაშიც ხშირად საკუთარი თვალით აწყდებიან ჩხუბის ფაქტებს. ტელევიზიითაც საკმაო ინფორმაციაა ამ თემაზე. ამ ასაკში ბავშვებს ფილმებიც "თრილერები" იზიდავთ. ხშირად ცდილობენ იყვნენ ,,ძლიერები" და უბრალო შეკამათებით დაწყებულ ამბავი შეიძლება ერთ – ერთის სიკვდილით დასრულდეს კიდეც. ამ პროექტზე მუშაობით დავაფიქრებ ბავშვებს ჩხუბის შესაძლო შედეგებზე. ,, ჩხუბს ციხემდე მივყავართ"
4. მონაწილეთა ასაკი: მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები.
5. ვადები: მთელი სასწავლო წელი.
6. პროექტის შესაძლებელი აქტივობები:
1. გასაუბრება დაპირისპირებულ უფროსებთან.
2. საუბარი ფსიქოლოგთან.
3. მოჩხუბარი მთხრობელის განცდები ჩხუბის შემდეგ (ანონიმურობის დაცვით)
7. მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები უფრო უკეთ ჩაწვდებიან ჩხუბის არსს. შეეცდებიან განმუხტონ სიტუაცია და თვითონ არასოდეს შექმნან შესაბამისი გარემო. პატარები უფრო ჰუმანურები და მიმტევებლები გახდებიან.
8. სარგებელი სხვებისთვის: სარგებელი ექნება როგორც ოჯახს, ასევე კლასის ხელმძღვანელსაც და იმ საარსებო გარემოსაც, რომელშიც ბავშვებს მოუხდებათ ყოფნა.
9. სამუშაო ენა:ქართული.
10. საგნებთან კავშირი:ხელოვნება, ეთიკა, დეკლარაცია, ისტორია.
11. მონაწილეები სხვა სკოლიდან:ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლა, სოფელ თაგოს საჯარო სკოლა.
12. პროექტის ავტორის სახელი:ლეილა მჟავანაძე.
13. პროექტის ავტორის ელ–ფოსტა:mjavanadze2010@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი:
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий